მაგთიკომი
Monday, January 21, 2013
ინტერნეტ მომსახურებები
"მაგთიკომი" კლიენტებს უახლეს უსადენო ინტერნეტსტანდარტ "HSPA+"-ს სთავაზობს
13:14 07-02-2012
კომპანია "მაგთიკომი", პირველად საქართველოში, კლიენტებს უახლეს უსადენო ინტერნეტსტანდარტ "HSPA+"-ს სთავაზობს.
კომპანიის ინფორმაციით, "HSPA+ " სტანდარტის ქსელი აბონენტს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს მობილური ინტერნეტით 21 მეგაბიტამდე წამში სიჩქარით.
"HSPA+" სტანდარტის მხარდაჭერა თითქმის ყველა თანამედროვე მობილურ ტელეფონს აქვს, ამიტომ მომხმარებელს არ სჭირდება რაიმე დამატებითი ქმედების განხორციელება, ასეთი ტელეფონი ავტომატურად გამოიყენებს HშPA+ ქსელს, როგორც კი მისი დაფარვის არეალში მოხვდება.
პირველ ეტაპზე "HSPA+" სტანდარტის ქსელით სარგებლობა შესაძლებელი იქნება თბილისში და მის შემოგარენში, 2012 წლის განმავლობაში კი ეტაპობრივად დაიფარება საქართველოს ყველა დანარჩენი დასახლებული პუნქტი.
გარდა ამისა, "მაგთიკომი" კლიენტებს ახალ უსადენო ორსიხშირიან, უნიკალური ფუნქციის მქონე მოდემს სთავზობს, რომელსაც შეუძლია იმუშავოს HSPA+ და EVDO ქსელებში.
"ეს მოდემი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ წერტილში, სადაც "მაგთიკომის" სიგნალი ვრცელდება, ისარგებლოს უსადენო ინტერნეტით და დროის მოცემულ მომენტში ავტომატურად გამოიყენოს ის ქსელი, რომელიც ნაკლებად არის დატვირთული. სწორედ ამის შედეგად ორსიხშირიანი მოდემის მომხმარებელს გარანტირებული აქვს კავშირის საუკეთესო სიჩქარე", - აცხადებენ კომპანიაში.
"მაგთიკომი" ახალი სერვისის პრეზენტაციას ხვალ, კომპანიის ცენტრალურ ოფისში გამართავს.
მაგთიკომის შესახებ
მაგთიკომი საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიან მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო კავშირსა და მონაცემთა მიღება-გადაცემას საქართველოს ყველა რეგიონში.
მაგთიკომმა კომერციული საქმიანობა 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
მაგთიკომის მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები:
International Telcell Celular LLC და Telcell Wireless LLC.
კომპანიის ქსელი ფარავს საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს და ემსახურება 2 000 000-ზე მეტ აბონენტს.
მაგთიკომი საქართველოში მოქმედი უდიდესი კომპანიაა, რომელიც გამორჩეულია ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილით.
მაგთიკომი პირველი კომპანიაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მხოლოდ გადასახადების სახით
ქვეყნის ეკონომიკაში ერთ მილიარდ ლარზე მეტი შეიტანა!
მაგთიკომი მუდმივად ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და მომხმარებელს უზრუნველყოფს მსოფლიოს სტანდარტების შესატყვისი მომსახურებით.
დღეისათვის მაგთიკომი საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე უკვე 5 ბრენდითაა წარმოდგენილი: მაგთის, ბალის, ბანისა და მაგთი ფიქსის შემდეგ მაგთიკომმა მომხმარებელს შესთავაზა საქართველოში პირველი თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორის
- მაგთისატის - მომსახურება: უმაღლესი ხარისხის უამრავი კინო, გასართობი, სპორტული და საინფორმაციო ციფრული ტელეარხი საქართველოს ნებისმიერ წე

Subscribe to:
Posts (Atom)