Pages

Monday, January 21, 2013

ინტერნეტ მომსახურებები


‎"მაგთიკომი" კლიენტებს უახლეს უსადენო ინტერნეტსტანდარტ "HSPA+"-ს სთავაზობს
13:14 07-02-2012
კომპანია "მაგთიკომი", პირველად საქართველოში, კლიენტებს უახლეს უსადენო ინტერნეტსტანდარტ "HSPA+"-ს სთავაზობს. 
კომპანიის ინფორმაციით, "HSPA+ " სტანდარტის ქსელი აბონენტს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს მობილური ინტერნეტით 21 მეგაბიტამდე წამში სიჩქარით.
"HSPA+" სტანდარტის მხარდაჭერა თითქმის ყველა თანამედროვე მობილურ ტელეფონს აქვს, ამიტომ მომხმარებელს არ სჭირდება რაიმე დამატებითი ქმედების განხორციელება, ასეთი ტელეფონი ავტომატურად გამოიყენებს HშPA+ ქსელს, როგორც კი მისი დაფარვის არეალში მოხვდება.
პირველ ეტაპზე "HSPA+" სტანდარტის ქსელით სარგებლობა შესაძლებელი იქნება თბილისში და მის შემოგარენში, 2012 წლის განმავლობაში კი ეტაპობრივად დაიფარება საქართველოს ყველა დანარჩენი დასახლებული პუნქტი.
გარდა ამისა, "მაგთიკომი" კლიენტებს ახალ უსადენო ორსიხშირიან, უნიკალური ფუნქციის მქონე მოდემს სთავზობს, რომელსაც შეუძლია იმუშავოს HSPA+ და EVDO ქსელებში.
"ეს მოდემი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ წერტილში, სადაც "მაგთიკომის" სიგნალი ვრცელდება, ისარგებლოს უსადენო ინტერნეტით და დროის მოცემულ მომენტში ავტომატურად გამოიყენოს ის ქსელი, რომელიც ნაკლებად არის დატვირთული. სწორედ ამის შედეგად ორსიხშირიანი მოდემის მომხმარებელს გარანტირებული აქვს კავშირის საუკეთესო სიჩქარე", - აცხადებენ კომპანიაში.
"მაგთიკომი" ახალი სერვისის პრეზენტაციას ხვალ, კომპანიის ცენტრალურ ოფისში გამართავს.

No comments:

Post a Comment